LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსოვომ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილება პირველ სექტემბრამდე გადადო

181
Kosovo_Serbia_Tensions_12649-1000x600

კოსოვოს ხელმძღვანელობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის პირველ სექტემბრამდე გადადო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების გადადების თხოვნით კოსოვოს ადმინისტრაციას პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი ჰოვენიემ მიმართა. მაგრამ, როგორც მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, ღონისძიება გადაიდება ერთი თვით, თუ პირველ აგვისტოს კოსოვოს ჩრდილოეთში განთავსებული ბარიკადები მოიხსნება.

„კოსოვოს რესპუბლიკის მთავრობა კატეგორიულად გმობს დღეს კოსოვოს ჩრდილოეთით გზების გადაკეტვას და იქ შეიარაღებული პირების მიერ პოლიციის მისამართით სროლას. საუბარია კოსოვოს დესტაბილიზაციის ტენდენციაზე და ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დღეს შუადღისას და საღამოს იყო არაერთი აგრესიული აქტი, რომელიც იყო წაქეზებული და მომზადებული ოფიციალური ბელგრადის მიერ“, – ნათქვამია კოსოვოს ადმინისტრაციის განცხადებაში.

კოსოვოს მთავრობის მიერ წუხელ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაძაბულობა საზღვართან, სადაც 31 ივლისს, საღამოს, ასეულობით კოსოვოელმა სერბმა სატვირთო ავტომანქანებით გზები გადაკეტა ორ სასაზღვრო პუნქტთან.

მედიის ცნობით, სერბეთსა და კოსოვოს შორის გამყოფ ხაზზე სროლისა და განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა მთავარი ავტომაგისტრალები სატვირთო ავტომობილებით გადაკეტეს.

კოსოვოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი. მისი განცხადებით, კოსოვომ და სერბეთმა საჯარო საკითხები ევროკავშირის თანადგომით, დიალოგის გზით უნდა გადაწყვიტონ.

ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისია კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მზად არის ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება.

როგორც ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების პრესრელიზშია აღნიშნული, კოსოვოს საერთაშორისო ძალები ფოკუსირებულია გაერო-ს მანდატის ყოველდღიურად განხორციელებაზე კოსოვოს მოსახლეობის უსაფრთხო გარემოს და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისთვის. მათივე ცნობით, ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთაური მუდმივ კონტაქტზეა კოსოვოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან და სერბეთის თავდაცვის სამინისტროსთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g