LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერბეთის შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა

131
Untitled design

სერბეთმა საკუთარ არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. მიზეზი კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში გაზრდილი დაძაბულობაა.

როგორც სერბეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ბრძანება ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა გასცა:

„პრეზიდენტმა არმიის საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადასვლის ბრძანება გასცა, ეს შეიარაღებული ძალის გამოყენების დონეა“, – განაცხადა მინისტრმა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნისა და მოსახლეობის დასაცავად ყველა ზომას მიიღებს.

სრული საბრძოლო მზადყოფნა ბრძანა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმაც და აღნიშნა, რომ პოლიციისა და უსაფრთხოების სხვა დანაყოფები დაექვემდებარებიან არმიის შტაბის უფროსს ოპერატიული გეგმის მიხედვით.

შეგახსენებთ, 10 დეკემბერს კოსოვოს ჩრდილოეთში სერბებმა ბარიკადები აღმართეს და ყოფილი პოლიციელის დაკავება გააპროტესტეს, რომელიც ეთნიკურად ალბანელი პოლიციელების წინააღმდეგ თავდასხმებში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. ამის შემდეგ, სამშვიდობო ძალების ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში ფიქსირდება ცეცხლის გახსნის შემთხვევებიც.

გუშინს კოსოვოს ადმინისტრაციის უშიშროების საბჭოზე სიტუაციის ბოლო გამწვავებაში სერბეთი დაადანაშაულეს. როგორც კოსოვოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, სერბეთის ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ყველა არსებული საშუალებით მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები