კოსტა-რიკა ცენტრალური ამერიკის პირველი ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. უკვე გაიმართა პირველი ცერემონია, რომელიც ადგილობრივმა ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გააშუქეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ალექსანდრა ქვიროსი და დუნია არია იყვნენ პირველი ერთსქესიანი წყვილი , რომლებმაც ქორწილი კანონიერად დაარეგისტრირეს.
პროცედურების გავლის შემდეგ საქორწინო ტორტიც გაჭრეს.
ცნობისთვის, 2018 წლის აგვისტოში, კოსტა-რიკას საკონსტიტუციო სასამართლოს ქვედა პალატამ არაკონსტიტუციურად ცნო ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. სასამართლომ კანონმდებლებს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის წელიწადნახევრიანი ვადა მისცა. 25 მაისს ქვეყნის პრეზიდენტმა, კარლოს ალვარადომ განაცხადა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება 26 მაისიდან დასაშვები გახდება.
ერთნაირსქესიანთა ქორწინება ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში 2014 წლიდან დაშვებულია.