LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას კანონი არ უნდა იძლეოდეს”

70

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული მუხლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირების საშუალებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, ვენეციის კომისია მის წინასწარი დასკვნის პროექტში აფასებს.

„ფუნდამენტური უფლებების თავში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლი არანაირ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთსქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას. კონსტიტუციის პროექტის მე-16 მუხლში რეკომენდებულია აღმსარებლობის თავისუფლების აშკარა აღიარება“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტში.

კულუარულ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი ავრცელებს”. დასკვნა ოფიციალურად არ გასაჯაროვებულა. ვენეციის კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მხოლოდ პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეგზავნა.

ოფიციალურად ინფორმაცია 16 ივნისს გავრცელდება.