LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი რამ გამოყო ამ მხრივ ჩვენმა უმცროსმა კოლეგამ, ძალიან მაგარმა გოგომ, სალომე ქურასბედიანმა, სამართლის მიმართულებით უმაღლესი განათლების მქონემ“ – მიხეილ ყაველაშვილი

154
მიხეილ ყაველაშვილი

„ვენეციის კომისიის პრეროგატივა სამართლებრივი თემაა, ამით გამოირჩევა ის და სწორედ ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული ჩემი კოლეგების, იურისტების მხრიდან, რომ მათ შეფასებებში აცდენები იყო, რამაც გაგვაკვირვა“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

,,ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი…დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით” – ირაკლი კობახიძე

მისი თქმით, ვენეციის კომისია გასცემს სამართლებრივ დასკვნებს და არა – პოლიტიკურ შეფასებებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ესეც დაირღვა. ყაველაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის შეფასებებში აცდენები იყო:

„ვენეციის კომისიის პრეროგატივა სამართლებრივი თემაა, ამით გამოირჩევა ის და სწორედ ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული ჩემი კოლეგების, იურისტების მხრიდან, რომ მათ შეფასებებში აცდენები იყო, რამაც გაგვაკვირვა. სამი რამ გამოყო ამ მხრივ ჩვენმა უმცროსმა კოლეგამ, ძალიან მაგარმა გოგომ, სალომე ქურასბედიანმა, სამართლის მიმართულებით უმაღლესი განათლების მქონემ. აცდენა იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითქოს დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობდა კანონის განხილვა. არადა, ამას მთელი საქართველო უცქერდა, რომ კანონის გახილვა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამავდროულად, ყველას ჰქონდა საშუალება თვალ-ყური ედევნებინა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელზეც აქცენტი ჰქონდათ გაკეთებული. ასევე მთელმა საქართველომ იხილა აქციები, რომელზეც ასევე იყო აქცენტი.

ვენეციის კომისია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაწვევის „მკაცრ რეკომენდაციას” გასცემს

მესამე თვეა ველოდებით რაიმე სამართლებრივ არგუმენტს (თუ არსებობს) მუხლებთან მიმართებით, რაც ვერ მოვისმინეთ და სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიაც პოლიტიკური განცხადებით [შემოიფარგლა]. რომელი მუხლი ზღუდავს ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, რაში გამოიხატება სტიგმატიზაცია? მუხლობრივად ვერცერთი ვერ დაასახელეს. თუ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო თავად აღიარებს, რომ არასამთავრობოების ფინანსური გამჭვირვალობა მაღალი საზოგადოებრივი მოთხოვნიდან გამომდინარე უზრუნველყოფილი უნდა იყოს, მაშინ ეს ყველაფერი ჩვენთან მიმართებით სად არის? ანუ, ვენეციის კომისია გასცემს სამართლებრივ დასკვნებს და არა – პოლიტიკურ შეფასებებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ესეც დაირღვა“ – განაცხადა ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში.

პოპულარულები