LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „ვენეციის კომისიას დააწერინეს ის, რაზეც თვითონ შეიძლება არ ფიქრობდა, რომ ასეთი დასკვნა უნდა დაეწერა“

149
გურამ მაჭარაშვილი

„ვენეციის კომისიას დააწერინეს ის, რაზეც თვითონ შეიძლება თვითონ არ ფიქრობდა, რომ ასეთი დასკვნა უნდა დაეწერა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ვენეციის კომისია – ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ

აღნიშნულით მან უპასუხა მედიის კითხვას ვენეციის კომისიის დასკვნაზე, რომელიც ე.წ გამჭვირვალობის კანონს ეხება.

მაჭარაშვილის თქმით, ეს დასკვა მათ [ვენეციის კომისიას] „იმ უცხოურმა ძალებმა დააწერინეს, რომლებიც პირდაპირ, გაცხადებულად უშვებენ აქ უცხოელებს, დიპლომატებს თუ უწყების წარმომადგენლებს და ეუბნებიან საქართველოს, რომ თქვენ უნდა დათმოთ სუვერენიტეტი“:

ვენეციის კომისია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაწვევის „მკაცრ რეკომენდაციას” გასცემს

„ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და აქ აქციები ძალადობრივი იყო თუ მშვიდობიანი, მისი კომპეტენცია არ არის.

ასევე ნახეთ

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონდებლობა თითქოს უკვე ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების რეგისტრაციისა და ანგარიშების წარდგენის ვალდებულებას.

ამ 24 გვერდიან დასკვნაში 20 გვერდს რომ პოლიტიკას უთხმობს, უკვე ნიშნავს, რომ ეს არ არის სამართლებრივი ხასიათის დასკვა, არამედ არის პოლიტიზებული დასკვნა, სადაც მათ შორის, სამართლებრივი ხასიათის დასკვნებიც ხარვეზიანად და არასწორადაა დაწერილი, იმიტომ, რომ ისეთ წყაროებზე დაყრდნობითაა დაწერილი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში პოლიტიზებული და რადიკალური პროცესები იყოს.“ – განაცხდა გურამ მაჭარაშვილმა.

„მოსახლეობა ელოდა დასაბუთებულ მსჯელობას და არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მესიჯები“ – კალაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე

პოპულარულები