თბილისის მერიის ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე კლდე მხატვრულად განათდა. მოეწყო განათების ახალი ქსელი და დამონტაჟდა 35 ერთეული სანათი მოწყობილობა.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ გარეგანათების საექსპლუატაციო სამსახურის მხატვრული მინათების განყოფილების 15 სპეციალისტი აწარმოებდა.