LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოტე იანტბელიძე: „ჩვენ არ უნდა ვიყენებდეთ ტერმინს „დაკარგული ტერიტორიები“, ამის ნაცვლად უნდა დავამკვიდროთ – „დასაბრუნებელი ტერიტორიები“

146
kotiantbelidze

სოციალურ ქსელში კოტე იანტბელიძე საინტერესო იდეას სთავაზობს ქართულ საზოგადოებას – კოტე წერს, რომ 8 აგვისტოს მოახლოვების კვალდაკვალ ფიქრობს, რომ ტერმინი „დაკარგული ტერიტორიები“ სხვა სიტვათა შეთანხმებით უნდა ცანაცვლდეს.

გთავაზობთ მის პოსტს:

„ამჯერად წინასწარ მინდა გთხოვოთ, რამდენიმე დღეში 8 აგვისტოა და ამ დღეს ყველაზე მეტჯერ ითქმის ხოლმე “დაკარგული ტერიტორიები”.

ჩვენ არ უნდა ვიყენებდეთ ტერმინს –

„დაკარგული ტერიტორიები“ ❌

ამის ნაცვლად უნდა დავამკვიდროთ –

„დასაბრუნებელი ტერიტორიები“ ✅

ეს უდიდესი ფსიქოლოგიური და სტრატეგიული ფაქტორია, განსაკუთრებით მომავალ თაობასთან მიმართებაში.

ძალიან მინდა, რომ ყველანი შევთანხმდეთ ამაზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g