LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოტე იანტბელიძის იდეა კოვიდპაციენტებისთვის – „სითბო და დადებითი ემოციების მიღება ძალიან კარგ გავლენას ახდენს…“

122
koteiantelidze2011

კოტე იანტბელიძე სოციალურ ქსელში საინტერესო იდეის შესახებ წერს, რომელიც თავად გაუჩნდა. მისი თქმით, კარგი იქნება, თუკი სხვადასხვა კომპანია კლინიკებში ეკრანებს დადგამს, საიდანაც შესაძლებელი იქნება ლაივჩართვების განხორციელება, რომ საავამდყოფოებში მარტო მყოფმა პაციენტებმა შეძლონ ახლობლებთან კომუნიკაცია.

„საავადმყოფოებში ძალიან ბევრი პაციენტია მარტო. კოვიდის გამო ახლობლებს აღარ უშვებენ. უმეტესობა ძალიან იზაფრება იქაური გარემოთი, სტრესი აქვს და ფსიქოლოგიურად ცუდ დღეშია. ახლობლებთან კომუნიკაცია, სითბო და დადებითი ემოციების მიღება ძალიან კარგ გავლენას ახდენს განწყობაზეც და ჯანმრთელობაზეც. ზოგი მოხუცია, სმარტფონის გამოყენება არ იცის და მის სიკეთეებს ვერ იყენებს.

კარგი იქნება, რომ ისეთი კოვიდ ან არაკოვიდ პაციენტებისთვის, რომლებიც მძიმედ არ არიან, მაგრამ მაინც უცხო გარემოში უწევთ ჩაკეტილად ყოფნა, კომპანიებმა (ტექნიკის, კომუნიკაციების, სადაზღვევოები, საკურიერო და ა.შ.) დადგან ეკრანი დერეფანში ან სადმე და ლაივჩართვები უზრუნველყონ პაციენტებსა და მათ ახლობლებს შორის.

ის ხალხი მიიღებს ბედნიერებას, გამხნევებას, სიყვარულს და არც კომპანია მიიღებს ნაკლებს… ყველა ბედნიერი და მოგებული იქნება ამ საქმიდან.

ჩემი საქმიდან გამომდინარე, ვიცი, რომ ბევრი კომპანია საახალწლო გეგმებზეა გადართული. ნახეთ რა ხდება მსოფლიოში, მარკეტინგული წლიური გეგმები უკვე სასაცილოა, იმოქმედეთ დღეს, ადეკვატურად და ადამიანურად. ზოგჯერ არ არის საჭირო ზე-კრეატივი და ამბები, უბრალოდ, სწორ დროს სწორი ფორმით დახმარება ბევრად მაგარი ნაბიჯი იქნება, ვიდრე ახალ წელს სხვა 276392876547 რეკლამასთან ერთად კიდევ ერთი რეკლამის გაშვება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g