LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოუტინიო სამბას უკეთ ცეკვავს: ნეიმარი მორჩა

100

ფილიპე კოუტინიომ ნეიმარს გაასწრო და ევროპაში საუკეთესო ბრაზილიელი ლეგიონერი გახდა.
გულშემატკივართა მხარდაჭერა „ლივერპულელის“ მხარეს აღმოჩნდა.

კოუტინიომ „ბარსელონას“ ფორვარდის ჰეგემონია დაამხო და „ოქროს სამბა“ მიიღო, რომელიც წლის ბოლოს ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელს გადაეცემა. კოუტინიომ ხმების 32,14% მოაგროვა, ნეიმარმა – 27,88%. სამეულშია „რეალის“ ნახევარმცველი კაზემირო.

ნეიმარს „ოქროს სამბა“ 2014 და 2015 წლებში აქვს აღებული. მანამდე სამი წელი საუკეთესო ტიაგო სილვა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g