LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წვეულება ნეიმართან: ფეხბურთელმა 500 კაცი დაპატიჟა და ახალ წლამდე დროს ატარებინებს

119
mansao-de-neymar-em-mangaratiba-1501529632380-v2-750x421

პსჟ-ს ვარსკვლავმა ნეიმარმა ბრაზილიაში მასშტაბური წვეულება მოაწყო.

28 წლის ბრაზილიელმა 500 ადამიანი მიიწვია დღესასწაულზე, რომელიც 5 დღის განმავლობაშია დაგეგმილი და ახალ წლამდე გასტანს.

ღონისძიება 26 დეკემბრიდან იმართება რიო დე ჟანეიროს შტატ მანგარატიბაში, სწორედ აქ მდებარეობს ფეხბურთელის სახლი.

ნეიმარმა ხმის ჩამხშობი მოაწყო სახლში, რათა მეზობლები არ შეეწუხებინა. წვეულება მიწის ქვეშ მოწყობილ დისკოთეკაზე ტარდება. ასეთი რამ ნეიმარს ბარსელონეტას სანაპიროზე აქვს ნანახი და იმის მიხედვით გააკეთა. აქ არის საცეკვაო მოედანი, ბარი, დიჯეის სცენა, სათამაშო ოთახი და ვიდეოთამაშების ოთახი.

იმისათვის, რომ წვეულების შესახებ ინფორმაცია არ გაჟონილიყო, ნეიმარმა სტუმრებს მობილური ტელეფონების გამოყენება აუკრძალა.

ფეხბურთელმა ასევე იქირავა მეზობლად მდგარი სახლი და მუსიკოსთა ჯგუფი.

ნეიმარის ასეთმა საქციელმა ბრაზილიაში ბევრი აღაშფოთა და ფეხბურთელი კრიტიკის ობიექტი გახდა.

სხვათა შორის, ხმაურიანი წვეულების მოწყობაში ნეიმარი ახალბედა არ არის. მან პარიზში, საკუთარ 28-ე დაბადების დღეზე, მთელი პსჟ დაპატიჟა და მაშნაც კარგა გვარიანად მოილხინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები