LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოვაქსი“ და ჯანმო 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ საქართველოს ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად ჰქონდეს: ჰანს კლუგე

72
FORTUNA.GE- (11)

“ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და მთავრობამ შეასრულა ყველა ვალდებულება. მედიაში იყო განსხვავებული გზავნილები, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, ქვეყანამ ნამდვილად უპასუხა ყველა ვალდებულებას”, – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, მუშაობენ იმისთვის, რომ ვაქცინა რაც შეიძლება მალე იყოს ქვეყანაში და საზოგადოებას ამისი უნდა სჯეროდეს.

ჰანს კლუგემ ამის შესახებ ონლაინპრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, შესყიდვა უკვე გაფორმებულია და აქვთ კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან, რათა დაადგინონ ვაქცინის მიწოდების თარიღი:

“კოვაქსმა” ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება, მაგრამ ეს რთული პროცესია. პირველი მიწოდება, მსოფლიოს მაშტაბით, უკვე დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო კვირებში ეს ყველა რეგიონში მოხდება.

დღესაც გვაქვს კომუნიკაცია UNICEF-თან და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ჟენევაში, რათა დავადგინოთ მიწოდების თარიღი. ამიტომ ხალხისადმი გზავნილი არის, რომ დაიცვან საზოგადოებრივი და სოციალური ზომები და ის, რომ: მათი მთავრობა, „კოვაქსი“ და ჯანმო ნამდვილად 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ ქვეყანას ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად ჰქონდეს,“ – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g