„ბიბისი“ ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგების შესახებ წერს, რომელიც მიხედვით დგინდება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის შერევა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურად იცავს.
როგორც გამოცემა წერს, კვლევაში, რომელშიც 850 მოხალისე მონაწილეობდა, კვლევის ავტორებმა შეადარეს ორი დოზა „ფაიზერის“, ორი დოზა „ასტაზენეკასა“ და მათი შერევის შედეგად გამოვლენილი ეფექტი.
მეცნიერების მტკიცებით, ვაქცინების ყველა კომბინაცია ადამიანის ორგანიზმში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მყარ იმუნიტეტის წარმოქმნის.
კვლევაში მონაწილე პირთა ასაკი 50 წელს აღემატებოდა და ოთხკვირიანი შუალედით აცრეს. როგორც „ბიბისი“ იუწყება, „ასტრაზენეკას“ შემდეგ „ფაიზერით“ აცრა უფრო ეფექტურია, ვიდრე ჯერ „ფაიზერითა“ და შემდეგ „ასტრაზენეკათი“. თუმცა, ორივე ვარიანტში ორგანიზში იმაზე მეტი ანტისხეულები დაფიქსირდა, ვიდრე იმ ადამიანებში ვისაც ორივე დოზა „ასტაზენეკა“ აქვს გაკეთებული.
“დოზების შერევამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი მოქნილობა მოგვცეს, ხოლო ასევე მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნებს, რომლებიც შეიძლება განიცდიან ვაქცინის მიწოდების სირთულეებს.” – აცხადებს პროფესორი, ჯონათან ვან-ტამი.
გამოცემის ცნობითვე, ზოგიერთი ქვეყანა უკვე სთავაზობს მოქალაქეებს ვაქცინების შერევას. ესპანეთი და გერმანია სთავაზობს ახალგაზრდებს, რომლებსაც პირველი დოზა „ასტრაზენეკა“ გაიკეთეს, მეორე ეტაპზე „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“ აიცრან.