LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ-19 კიდევ ორ დეპუტატს დაუდასტურდა

69
Untitled design (7)

კორონავირუსი საქართველოს პარლამენტში კიდევ ორ დეპუტატს დაუდასტრურდა.

ერთ-ერთი მათგანი ირაკლი ზარქუაა, რომელმაც ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ “ფეისბუქში” დაწერა:

“მეგობრებო, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, რომ ყველა რეგულაცია დამეცვა ზედმიწევნით, სამწუხაროდ მაინც დამიდასტურდა ეს ვერაგი ინფექცია. არც სიცხე მაქვს, არც სხვა სიმპტომები ამ ეტაპზე, თუმცა პსრ-ტესტმა დადებითი აჩვენა დღეს.. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.” – წერს ზარქუა.

გავრცელებული ინფორმაციით ინფიცირებულია კიდევ ერთი დეპუტატი ირაკლი მეძმარიაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ საკანონმდებლო ორგანოში სამ დეპუტატს – მაია მენაღარიშვილს, მამუკა მდინარაძეს და ბექა დავითულიანს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

დღეს კი პარლამენტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

 

mazda magti 5g