ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ გლდანის ციხის დირექტორს, კორონავირუსი დაუდასტურდა და მას პირადი შეხება ჰქონდა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
„კოვიდი დაუდასტურდა გლდანის ციხის დირექტორს, რომელსაც პირადი შეხება ჰქონდა მიშასთან და რამდენიმე თანამშრომელს!
გადაიყვანეთ!!!!“, – წერს ჟორჟოლიანი.
აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამაც, რომელიც წერს, რომ ციხის საავადმყოფოს დირექტორს, დავით დარასელიას, გლდანში გადაყვანის დღიდან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან.
„SOS!!!
გავრცელებული ინფორმაციით. კოვიდი დაუდასტურდა ციხის საავადმყოფოს დირექტორს, დავით დარასელიას, რომელსაც გლდანში გადაყვანის დღიდან ინტენსიური კონტაქტი ქონდა მიხეილ სააკაშვილთან!
ps თამთა დემურიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი უარს ამბობს კონსილიუმთან შეხვედრაზე. აღნიშნული არის დანაშაულებრივი ტყუილი. სააკაშვილი მზადაა შეხვდეს მოქმედ კონსილიუმს, ვიდრე შეიქმნება კონსილიუმის გაფართოებული ფორმატი პარიტეტულ საფუძველზე“, – წერს ნიკა გვარამია.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა