მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, იმის გამო, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა მე-18 დაწესებულების კლინიკა წითელი ზონა გახდა, შესაბამისად, საერთოდ წარმოუდგენელია მოშიმშილე პაციენტის ადგილზე ყოფნა.
გვარამია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
“დეკანოზ მამალაძეს დაუდგინდა კოვიდი. ის სრულ იზოლაციაში იყო კლინიკაში, მასთან ვერ კომუნიცირებდა ვერავინ, ციხის ადმინისტრაციის და მე – 18 დაწესებულების პერსონალის გარდა. ანუ, იგივენი, ვინც სააკაშვილთან კომუნიცირებს!!!
ამას გარდა, კლინიკა წითელი ზონა გახდა და საერთოდ წარმოუდგენელია მოშიმშილე პაციენტის იქ ყოფნა!
ასევე, კარანტინის მიზეზით, აღარავის აღარ ექნება დაშვება ამ დაწესებულებაში. ანუ სააკაშვილს ვეღარ ნახავს ვერავინ!!!
გადაიყვანეთ დაუყოვნებლივ!!!!!!!
Ps. არ ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის გლდანში გადაყვანა კოვიდრეგულაციების დაცვის გარეშე მოხდა”,- წერს გვარამია სოციალურ ქსელში.