LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდინფიცირებულები ყნოსვასა და გემოს სრულად კარგავენ, გაციების ან გრიპის შემთხვევაში ნაწილობრივ – ახალი კვლევა

1459
kovid2011

ცნობილია, რომ გემოსა და სუნის რეცეპტორების დაკარგვა კორონავიურისის მთავარი სიმტპომია. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ეს სიმპტომები მკვეთრად განსხვავდება გრიპის დროს განვითარებული ამავე ტიპის სიმპტომებისგან. ამის შესახებ ევროპელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ გახდა ცნობილი. კვლევის შედეგები ჟურნალ „რინოლოგში“ დაიბეჭდა.

კორონავირუსით ინფიცირების დროს, ზოგჯერ ადამიანები ყნოსვას მოულოდნელად კარგავენ. ამ დროს მათ არ აღენიშნებათ ცხვირის გაჭედვა და გაძნელებული სუნთქვა. თუ არ ჩავთვლით კორონავირუსის გართულებას. ამას ემატება გემოს რეცეპტორების დაქვეითებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსი ნერვული დაბოლოების იმ უჯრედებზე მოქმედებს, რომელიც ყნოსვისა და გემოს აღქმაზეა პასუხისმგებელი. აღნიშნული სხვაგვარად არის გაციების ან გრიპის შემთხვევაში, როცა ყნოსვის დაკარგვის მიზეზი ზემო სასუნთქი გზების სიმპტომატიკა გახლავთ.

კვლევის ავტორი კარლ ფილპოტი 30 მოხალისეს აკვირდებოდა, აქედან 10 კოვიდინფიცირებული იყო, 10-ს გრიპის ვირუსი ჰქონდა, 10-ს სხვა რესპირაციული ვირუსი. აღმოჩნდა, რომ კოვიდით დაინფიცირებულ პაციენტებს ყნოსვის უნარი მთლიანდ დაკარგული ჰქონდათ, ისინი პრაქტიკულად ვერანაიირ სუნსა და გემოს ვერ გრძნობდნენ, რაც ასე მკვეთრად გამოხატული არ ყოფილა გრიპისა და სხვა რესპირაციული სინდრომის მქონე პაციენტებში. ამასთან პროფესორი დასძენს, რომ კოვიდინფიცირებულ პაციენეტებს ყნოსვისა და გემოს შეგრძნებები რამდენიმე კვირაში უბრუნდებათ.

 

magti 5g