LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდინფიცირებული 26 წლის ბათუმელი გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

1551
კოვიდ

26 წლის ბათუმელი თეა ბარამიძე, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ ქუთაისში, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,  ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი ჯერ ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. ხუთი დღის შემდეგ კი, როცა ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, ქუთაისში გადაიყვანეს.

გოგონას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ის წუხელ გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები