LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა…იმედია, არჩევნების შემდეგ მეტი ყურადღება კოვიდის მართვაზე იქნება გადატანილი: კელი დეგნანი 

42
კელი დეგნანი

საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქარტველოსი კელი დეგნანი ეხმიანება და აცხადებს, რომ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა, რაც ტრაგიკული მოვლენაა. კელი დეგნანი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების შემდეგ მეტი ყურადღება კოვიდის მართვაზე და სიტუაციის გამოსწორებაზე იქნება გადატანილი.

„პირველ რიგში დავიწყებ სამწუხარო ამბით. ახლახანს შევიტყვე, რომ საქართველოში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. ეს ნამდვილად ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის, ვინც თავისი ახლობელი და საყვარელი ადამიანები დაკარგეს, ამ ნამდვილად ძალიან საშიში დაავადების გამო. ეს ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითია ქვეყნისთვისაც. იმედია, რომ ამ არჩევნების შემდეგ უფრო მეტი ყურადღება იქნება გადატანილი კოვიდის მართვაზე და ამ სიტუაციის გამოსწორებაზე“, – განაცხადა დეგნანმა.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4610 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 624 პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები