LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდით მამა გარდამეცვალა, არმუშაობს რესტრი და გარდაცვალების მოწმობას ვერ ავიღებ არადა მაქვს 48 საათი რომ დავკრძალო.. დამეხმარეთ ვის მივმართო

540
ჯაფაფ

სოციალური ქსელის მომხმარებელი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს და დახმარებას ითხოვს.

თეა გიორგაძე წერს, რომ მის მეგობრის მამის, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა დასაფლავება ვერ ხერხდება.

“ვის მივმართოთ? ჩემს მეგობარს გარდაეცვალა მამა და რა ხდება ნახეთ. სრული საგიჟეთი. –

დღეს გარდამეცვალა მამა საავადმყოფოში როგორც კოვიდინფიცირებული. სხვა თემაა რომ მოვიყვანე ჯანმრთელი კაცი და დღეს აღარ არის, მაგრამ:

  1. დაკარგეს პირადობა საავადმყოფოში;
  2. ხვალიდან არ მუშაობს რეესტრი და ვერ ავიღებ გარდაცვალების მოწმობას;
  3. მაქვს 48 საათი რომ დავკრძალო, მაგრამ საბუთები არ მაქვს;
  4. სასაფლაოზე ითხოვენ საბუთებს, რომ დავკრძალო, მაგრამ საბუთები არა მაქვს;
  5. სასაფლაოზე ამბობენ რომ გინდაც ქონდეს საბუთები ხალხი არ გვყავს რომ საფლავი გავთხაროთ, თუ გინდათ მოიყვანეთ თქვენი ხალხიოო, მაგრამ არ მაქვს უფლება ბევრი მოვიყვანო, ან საიდან?;
  6. რა საბუთი წარვადგინო სასაფლაოზე, როცა არა მაქვს გარდაცვალების მოწმობა?;
  7. ადგილი გვაქვს, მაგრამ უნდა დაამტკიცო რომ ცოლთან მარხავ, ამ დროს რეესტრი არ მუშაობს და საბუთებს მოგვიანებით ფოსტით მოგაწოდებენ; ვრეკავ 112-ში და ვეკითხები რა ვქნა, პასუხი – ჩვენს კომპეტენციაში ეგ არ შედის დარეკეთ 144-ში;
  8. ვრეკავ 144-ში, იქ მპასუხობენ რომ ჩვენ გვეხება მხოლოდ საშვების გაცემაო;
  9. ვრეკავ საავდმყოფოში და ვთხოვ რამე ცნობა მომცენ, რომ კაცი დავმარხო, თან ვთხოვ რომ პირადობა მოძებნონ;
  10. საავადმყოფოს მორგი არა აქვს, კაცი ცელოფნებში შეხვეული სადღაც უწვთ;
  11. ცალკე თემაა დასაფლავება ამ შეზღუდვების დროს და მამაოს მოთხოვნით მხოლოდ დასაფლავების მერე აუგებ წესსო…………. გადავირიეეე”.

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე 1 230 გარდაცვალების შემთხვევაა დადასტურებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g