LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდსასტუმროში წყლის მიმწოდებელიც არ ჰყავდა: 19 წლის გოგონას დედა ექიმებს ადანაშაულებს

206
ტეკლა ტორდია

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალებამ ბევრი საგონებელში ჩააგდო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონას თავმდევი დაავადება, დიაბეტი ჰქონდა, თუმცა შესაძლოა, გოგონას გარდაცვალების მიზეზი ეს სულაც არ იყო.

საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა

19  წლის გოგონას დედა „მთავართან“ ინტერვიუში ვარაუდობს, რომ მისი შვილი დაგვიანებული რეაგირების მსხვერპლი გახდა.

„ბავშვისთვის საერთო დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ. სასწრაფოში დავრეკე დიაბეტიანი ბავშვი მყავს-მეთქი. ტესტირებაზე გაუშვეს და დადებითი რომ დაუდასტურდა, ისევ შინ გამოგვიშვეს.

ვრეკავდი, ვემუდარებოდი, ჰოსპიტალიზაცია მოეხდინათ. წაგვიყვანეს კოვიდსასტუმროში. დამძიმდა ბავშვი, შაქარი მაღალი ჰქონდა. კოვიდსასტუმროში წყლის მიმწოდებელიც არ ჰყავდა, ექიმს საერთოდ არც შეუხედავს მის ოთახში. სუნთქვის უკმარისობა რომ დაეწყო, სასწრაფოში დავრეკე, იქიდან ჯანდაცვაში გადამამისამართეს.

ამ სიტუაციას შეესწრო გერმანული ჰოსპიტალის თანამშრომელი და მას ვთხოვე დახმარება. ხვეწნის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს.

ვთხოვე, „რემდესივირი“ ჩაერთოთ მკურნალობაში. მითხრეს, მას უკუჩვენებები აქვსო. მერე ვთხოვე, „დექსამეტაზონი“ გადაესხათ, მაგრამ მითხრეს, დიაბეტი რომ აქვს, არ შეიძლებაო“, – ამბობს ირმა ხელაშვილი.

შეგახსენებთ, 19 წლის თეკლა თორდია კორონავირუსით გუშინ გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g