ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნავს, სრული პასუხისმგებლობა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საქართველოს მთავრობას ეკისრება:
„არც მეტი, არც ნაკლები, ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები არიან სალომე სამადაშვილები და ლევან ხაბეიშვილები“ – კობახიძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე
როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კონტექსტში, მათ [ევროპარლამენტარების ნაწილის] პოზიციას არანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა არ აქვს.
„საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია ყველა თავისი პატიმრის ჯანმრთელობაზე. სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია და საქართველოს ხელისუფლება საფრთხეში აყენებს მის მომავალს ევროკავშირში. მოდი, გადავწყვიტოთ ეს ჰუმანიტარული საკითხი, რათა უფრო დიდ ამოცანებზე გავამახვილოთ ყურადღება,“– წერს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, გუშინ, ევროპარლამენტში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარებმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს. როგორც მოგვიანებით აღნიშნეს, ამ საკითხზე, მთავარი პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.
Government of #Georgia is responsible for the health of all of its prisoners. The condition of #Saakashvili is extremely concerning & the ??government puts its ??future at risk.@GovernmentGeo, let’s solve this humanitarian issue so we can focus on bigger tasks – #GeorgiaisEurope pic.twitter.com/x7eyltM4u3
— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) February 2, 2023