რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი თავის საავტორო გადაცემაში „სოლოვიოვ ლაივი“ ნაცემი გამოჩნდა. ჟურნალისტს სახე შეშუპებული ჰქონდა, ხოლო ცხვირსა და შუბლზე აშკარად აღენიშნებოდა ცემის კვალი. თავად სოლოვიოვს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, ის რუსული არმიის მარცხის განხილვით იყო დაკავებული.
დღეს სოლოვიოვის ცემაზე კომენტარი გააკეთა ქართული წარმოშობის რუსმა ჟურნალისტმა ოთარ კუშანაშვილმა და სოლოვიოვს თანაგრძნობა გამოუცხადა. რუსული მედია ვერსიებს ამუშავებს, თუმცა წერენ, რომ ეს ალა პუგაჩოვას მხრიდან შურისძიება არ ყოფილა.
„უკვე ვნერვიულობ, მეგონა, ჩვენები სულ შეტევაზე იქნებოდნენ, ამ დროს პირიქითაა“ – სოლოვიოვი
უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპაციისგან სამი დასახლება გაათავისუფლეს: ვოლოდიმირ ზელენსკი
„ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს ყირიმიდან გაქცევა“ – ზელენსკის თქმით, კიდევ 3 დასახლება გაათავისუფლეს