LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიპტოვალუტების უმსხვილესი ბირჟა FTX-ი გაკოტრდა, რამ გამოიწვია კრიპტოების ჩამოშლა და რას უნდა ელოდნენ საქართველოში მისი მფლობელები? / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

17
In this photo illustration, the stock trading graph of FTX Token (FTT) seen on a smartphone screen. (Photo by Rafael Henrique / SOPA Images/Sipa USA)No Use Germany.

კრიპტოვალუტების რიგით მეორე უმსხვილესი ბირჟა FTX-ი ოფიციალურად გაკოტრდა, კომპანიის დამფუძნებელმა სემ ბენკმენ-ფრიდმა კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. ლიკვიდობის შემცირება თანხის განაღდების ტალღამ განაპირობა — გავრცელდა ინფორმაცია, რომ FTX-ს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, შედეგად ბირჟიდან მხოლოდ 3 დღეში $6 მილიარდი გაიტანეს.

შედეგად ბიტკოინის ფასი 17 ათას დოლარს ჩამოსცდა. შემცირდა სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებაც. რამ გამოიწვია კრიპტოების ფაქტობრივი ჩამოშლა, იყო თუ არა ეს დროებითი და რას უნდა ელოდნენ საქართველოში მისი მფლობელები?

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ირაკლი ერაძე, ფინანსტი საუბრობს.

 

– ირაკლი, მომხდარს კლასიკურად თუ შევხედავთ, ფინანსურ ბუშტთან გვქონდა საქმე. პირამიდული სქემა არ მინდა ვუწოდო, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც ბუშტი გაიბერა და როგორც ხდება ხოლმე, შემდეგ გასკდა.

იყო თუ არა რეალურად ეს ბუშტი? აქვს ამ მიმართულებას, რასაც კრიპტოვალუტები ჰქვია, გარკვეული მომავალი?

– წინასწარი გამოძიების დეტალები უკვე ცნობილი ხდება. არსებობდა თაღლითობის მომენტი. თანხები, რომელიც ამ პლატფორმაზე იყო განთავსებული, ხდებოდა ამ თანხების სხვა შვილობილი კომპანიებისთვის გასხვისება, თავიანთი პირადი მიზნებისთვის გამოყენება და ა.შ.

რაც შეეხება ფინანსურ ბუშტს, რაც თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, ჰქონდა ადგილი, გამომდინარე იქიდან, რომ ლიკვიდობის პრობლემა შეიქმნა. ლიკვიდობის პრობლემა შეიქმნა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაიწყეს თანხების გატანა, მიზეზი მარტივია, თანხები საკმარისი არ იყო.

ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ იყო როგორც ფინანსური ბუშტის მომენტი, ასევე იყო თაღლითური სქემაც. რომელი იყო პირველი და რომელმა რა გამოიწვია, ძნელი სათქმელია. ეს უკვე მომავალში გაირკვევა, როდესაც მეტი დეტალი იქნება ცნობილი.

– ფინანსური ბუშტი და თაღლითობის მუხტი ერთმანეთის დამოუკიდებლად არ არსებობს. როდესაც ჩამოშლა იწყება, ასეთ შემთხვევებს აქვს დომინოს ეფექტი, რომელსაც შემდეგ სხვაც მიჰყვება. ამან გამოიწვია, ის რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 17 ათას დოლარს ჩამოსცდა. ჩვენ გვახსოვს მზარდი აღმასვლა, როდესაც თითქმის 3.5 – ჯერ მეტიც კი ღირდა. კრიპტოლავუტები  მთლიანად ბაზარზეა მიბმული.

საქართველოში ერთი პერიოდი ძალიან პოპულარული იყო ე.წ. მაინინგი, განსაკუთრებით სვანეთში. ასევე აფხაზეთშიც, რომელიც ენგურიდან ფაქტობრივად უფასოდ მარაგდება, ძალიან პოპულარული იყო და ადამიანებმა შემოსავალიც ნახეს.

რა შეიძლება ვურჩიოთ ჩვენს მსმენელს, რომლებიც ამ თემით არიან დაინტერესებული? რამდენად ღირს  გარისკვა  და  ბიტკოინის თემაში ინვესტირება.

– სწორედ აღნიშნეთ გიორგი, რომ ამას აქვს გადამდები ეფექტი. ამ შემთხვევაში ნდობის ფაქტორი მოქმედებს. როდესაც ასეთი დიდი პლატფორმის დიდი ჩამოშლა ხდება, ამ შემთხვევაში ნდობის ხარისხი მკვეთრად იკლებს. ფინანსებში გარკვეული ადამიანებისთვის კრიპტოვალუტა  არაა სტაბილური. ბევრი კი ფულს ადარებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც სპეკულატური აქტივია.

მაინინგი ახსენეთ და ამ შემთხვევაში რისკები შედარებით უფრო მეტად დაზღვეულია,  გამომდინარე იქიდან, რომ  თუ უფრო მეტი უჯდებოდეს მაინერერს მისი მოპოვება, უბრალოდ ადგება და გამორთავს თავის აპარატურას და შესაძლოა, იზარალოს იმ ინვესტიციის ნაწილით, რაც მაინინგის აპარატურაში ჩადო, მაგრამ მეორე შემთხვევა, როდესაც ინვესტიციას განიხილავს და ადამიანი ვაჭრობას იწყებს, წმინდა სპეკულატური ფაქტორი მუშაობს, ანუ ტოტალიზატორის ეფექტი იკვეთება.

თითოეული მომხმარებელი, რომელიც მას ინვესტიციად განიხილავს, რატომ ყიდულობს?

ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ხვალ გამოჩნდება ვიღაც, ვისაც სურვილი ექნება, იმაზე მეტი გადაიხადოს.

პრაქტიკამაც აჩვენა და ბოლო ფასმაც თვალნათელი გახადა, რომ ძალიან სარისკოა მსგავსი მიმართულებით ინვესტიცია.

რჩევის სახით შემიძლია გითხრათ, რომ მომხმარებლებმა სწორად შეაფასონ რისკები, ვისაც ამის შესაბამისი განათლება აქვს, ვინც არაა ფინანსისტი, ერთი რჩევაა, რომ თავისი აქტივების და დაზოგილი თანხების მინიმალური რაოდენობა გამოიყენოს გართობისთვის, 10 %-ის ფარგლებში.

ანუ დახარჯოს ის ფული და მოახდინოს იმდენი ინვესტიცია, რომლის დაკარგვაც მას პრობლემას არ შეუქმნის, არც ფსიქოლოგიურს და არც ფინანსურს. ეს ამ შემთხვევაში ერთადერთი რჩევაა.

– კრიპტოვალუტაში ინვესტიციის ჩადება,  ტოტალიზატორში თამაშს შეადარეთ. ვისაც უნდა რომ გაერთოს, ამაზე იმედების დამყარება არ შეიძლება. დაახლოებეით ლატარიის ალბათობაა და შესაბამისად ამ შემთხვევაში ალგორითმი ისე არის მოწყობილი, რომ ყველა საბოლოო ჯამში ვერ მოიგებს. ის, რომ პირველ ეტაპზე ვიღაცამ ფული იშოვა, არ ნიშნავს, რომ ყველა შემდეგ ეტაპზე იშოვის ფულს.

– რა თქმა უნდა, ზუსტად ესაა რისკის შეფასების კომპონენტი. კრიპტოვალუტა მერყევი და დაურეგულირებელი სეგმენტია. ბევრს რეგულაციები არ მოსწონს, მეც ზოგადად ნაკლები რეგულაციისკენ ვიხრები, მაგრამ როდესაც ფინანსურ სფეროსთან გვაქვს საქმე, აქ რეგულაციები დადებით როლს თამაშობს.

მაგალითად 2008 წლის კრიზისი ნათელი მაგალითია იმისა, რომ რეგულირებულ ფინანსურ სექტორშიც ყველაფერი რეგულირებული არაა.

რაც უფრო მალე გახდება ეს ბაზარი რეგულირებული, უკეთესია თავად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის.

რეგულირება ინვესტორების ინტერესსაც გამოიწვევს.

– მსმენელისთვის კიდევ უფრო გასაგები რომ გახდეს, ჩვენ ვსაუბრობთ სიდიდით მეორე კრიპტობირჟაზე, რომელიც ფაქტობრივად გაკოტრდა და მისი უშუალო კონკურენტი, ბაინერი, რომელიც მას უსწრებს, არც ის არაა ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტი „მოიშორა“.

– რა თქმა უნდა, ამით უდიდესი დარტყმა მიიღო ყველა კრიპტოვალუტამ, რადგან მათ მიმართ ნდობამ უფრო იკლო.

ნდობის ამბავში ფასი აისახება მომანტალურად და ეს არც ერთი ბირჟისთვის ნორმა არაა. კონკურენტი შეიძლება გაქრა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ნდობა ბევრად შემცირდა და კრიპტოვალუტების მიმართ ნდობა დაიკარგა, უარყოფითად მოქმედებს ბაინერზე.

– თავისთავად ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ბირჟის კლიენტები გადავიდოდნენ მეორესთან. მით უფრო რომ ძალიან ბევრი დარჩა ისეთი, რომლებმაც ვერ აინაზღაურა ეს ზარალი და კრიმინალური ქეისია საბოლოო ჯამში.

სამართლებრივი მოკვლევა დაწყებულია და ეს ყველაფერი მთლიანობაში უარყოფითად იმოქმედებს ბაზარზე და აუცილებლად უნდა ვურჩიოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ შესაძლებელია, ძალიან მდიდარი ადამიანები გაერთონ მსგავსი „ტოტალიზატორებით“ და მსგავსი ფინანსური ბუშტებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ იოლი გამდიდრების საშუალება უნდა ნახოს.

-რა თქმა უნდა, ამიტომ ვურჩევთ მოსახლეობას, რომ ადამიანებს, რომლის თანხებიც არ შეუქმნით პრობლემას, ის თანხები გამოიყენონ და გაერთონ. შესაძლოა დიდი მოგებაც ნახონ.

მოგება შეიძლება, კაზინოშიც ნახონ ადამიანებმა, მაგრამ ეს ყველამ ვიცით, რომ დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები