რუსეთის პრიმორიეს მხარეში, ქალაქ არტემში 6-სართულიანი სახლი დაიწვა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ერთ-ერთი ბინის მცხოვრები კრიპტოვალუტის მაინინგს აკეთებდა, რის გამოც მოკლე ჩართვა მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რაც შეეხება ზარალს, 8 ბინა მთლიანად დაიწვა ხოლო 40 სერიოზულად დაზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მაცხოვრებლებს რემონტის გაკეთება საკუთარი ხარჯებით მოუწევთ, რადგან თითოეული ბინა კერძო საკუთრებაა.