კრის ჰემსვორტის თაყვანისმცემლებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ 35 წლის მსახიობი სერფინგის დიდი მოყვარულია, რის გამოც პაპარაცები მას ხშირად ოკეანის სანაპიროზე იღებენ.
ამ დღეებში, ლიამის უფროსი ძმა პაპარაცებმა ჩვეულ სიტუაციაში, ტალღებზე სრიალისას დააფიქსირეს. ფოტოებს, რომლებიც ქსელში გავრცელდა განსაკუთრებული ყურადღება მდედრობითი სქესის ინტერნეტმომხმარებლებისგან დაეთმო, რომელთაც 3 შვილის მამის სხეული მათთვის მიმზიდველად და სექსუალურად მიიჩნიეს.


აღსანიშნავია, რომ ,,თორს” წყლის ამ სახეობისადმი ინტერესი ბავშობიდან მოსდევს, რადგან ის ავსტრალიელია.
მეტიც, სწორედ ამიტომ 2015 წელს, მან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ლოს-ანჯელესს მშობლიური ავსტრალია, კერძოდ კი ბაირონ ბეი ამჯობინა.

