ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრის მარტინსა და დაკოტა ჯონსონს რომანი აქვთ, რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. წყვილი ერთად პარიზში ისვენებდა, თუმცა მათი ერთობლივი ფოტო ქსელში მხოლოდ ახლა გავრცელდა.
როგორც ჩანს, წყვილი აღარ მალავს ურთიერთობას და არც პაპარაცებს ემალება: ამ დღეებში ისინი მალიბუს ერთ-ერთ რესტორანში სადილის დროს გადაიღეს. როგორც ინსაიდერები ამტკიცებენ, მსახიობი და მუსიკოსი დროს ერთად ატარებენ, მათი რომანი კი სულ უფრო სერიოზულ სახეს იძენს.
შეგახსენებთ, რომ დაკოტა ჯონსონი 2016 წელს მეთიუ ჰიტს დაშორდა, ხოლო გვინეტ პელტროუსთან დაშორების შემდეგ, კრის მარტინს რომანი ჯენიფერ ლოურენსთან ჰქონდა.
