მას შემდეგ, რაც დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის რომანი ოფიციალურად დადასტურდა, „გრეის 50 ელფერის” მსახიობი ოფიციალურად პირველად გამოჩნდა. ამჯერად დაკოტა ჯონსონი ჰოლივუდში, „გრეის თავისუფლების ელფერის“ პრესკონფერენციაზე მივიდა, სადაც მას მალევე შეუერთდა ჯეიმი დორნანიც. დაკოტა მოკრძალებული და დახვეწილი ჩანდა Jacquemus-ის ბრენდის პასტელურ ბლუზში, რომელიც შავ შარვალთან ჰქონდა შეხამებული. როგორ ჩანს, პრესკონფერენციისთვის საერთოდ არ მოემზდა ირლანდიელი მსახიობი ჯეიმი დორნანი, რომელიც მოუწესრიგებელი, ჯონსებსა და თეთრ მაისურში გამოჩნდა ჟურნალისტებთან.
საინტერესოა, რომ დაკოტა ჯონსონისა და Coldplay-ს ვოკალისტის რომანზე პირველი კომენტარი გააკეთა დაკოტას მამამ, მსახიობმა დონ ჯონსონმა და აღნიშნა, რომ ის შვილის ცხოვრებაში ჩარევას არ გეგმავს.