„იურული პერიოდის სამყაროსა“ და „გალაქტიკის მცველების“ ვარსკვლავი, კრის პრეტი ჟურნალმა InStyle თვის ყველაზე გემოვნაბიანად ჩაცმულ მამაკაცად დაასახელა. მსახიობმა გამოცემის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა და ინტერვიუ მისცა.
37 წლის პრეტმა განაცხადა, რომ ჩაცმის დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეუღლის აზრს: „ის მოდურად გამოიყურება მუდმივად, მაგრამ როდესაც ერთმანეთი გავიცანით მე იმ ბიჭების კატეგორიას განვეკუთვნებოდი, შორტებსა და მაისურებს რომ ატარებენ. ახლა ჩაცმას უფრო ყურადღებით ვეკიდები, სტილისტებს არ ვაძლევ უფლებას, რაც მოუნდებათ ის ჩამაცვან“ – განაცხადა კრისმა.