LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის პრეტი და კეტრინ შვარცენეგერი დაქორწინდნენ – პირველი საქორწილო ფოტო

570
chris-pratt-katherine-schwarzenegger-2197760

კრის პრეტმა და კეტრინ შვარცნეგერმა ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს. გაირკვა, რომ 8 ივნისს, 39 წლის მსახიობი მასზე 10 წლით უმცროს ავტორზე დაქორწინდა. ქორწინების ცერემონია კალიფორნიაში, წყვილის ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების წრეში გაიმართა.

პირველი საქორწილო ფოტოდან, რომელიც ,,გალაქტიკის მცველმა” და არნოლდ შვარცენეგერის ქალიშვილმა ,,ინსტაგრამზე” გამოაქვეყნეს, ცნობილი გახდა, რომ პატარძლისა და სიძის ჩაცმულობაზე ,,არმანის” მოდის სახლმა იზრუნა.

შეგახსენებთ, რომ კრის პრეტისა და კეტრინ შვარცნეგერის რომანი სტარტს გასული წლის ივლისიდან იღებს.

კრის პრეტი არნოლდ შვარცენეგერის ქალიშვილს ხვდება (ფოტო)

კრის პრეტი და კეტრინ შვარცენეგერი ახალ წელს მექსიკის საზღვაო კურორტზე შეხვდნენ (ფოტო)

ისინი მიმდინარე წლის 13 იანვარს დაინიშნენ.

კრის პრეტი და კეტრინ შვარცენეგერი დაინიშნნენ (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები