LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის პრეტი და კეტრინ შვარცენეგერი ახალ წელს მექსიკის საზღვაო კურორტზე შეხვდნენ (ფოტო)

8118296-0-image-a-25_1546588061478

დეკემბრის შუა რიცხვებში, კრის პრეტმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კეტრინ შვარცენეგერს ხვდება. ამერიკელმა ვარსკვლავმა ,,ინსტაგრამზე” შეყვარებულთან ერთად სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში გადაღებული სახალისო ფოტოების კოლაჟი გამოაქვეყნა, რითაც რჩეულს დაბადების დღე მიულოცა.

ამ დღეებში, 39 წლის მსახიობი და 29 წლის ავტორი, მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საზღვაო კურორტზე დააფიქსირეს. გაირკვა, რომ წყვილი ახალ წელს სწორედ კაბო-სან-ლუკასზე შეხვდა. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში მოხვდა, ,,გალაქტიკის მცველი” და არნოლდ შვარცენეგერის ქალიშვილი საცურაო კოსტიუმებში არიან გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ კრის პრეტი და კეტრინ შვარცენეგერი ერთმანეთს მიმდინარე წლის ივლისიდან ხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები