LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის პრეტი არნოლდ შვარცენეგერის ქალიშვილს ხვდება (ფოტო)

7409546-0-image-a-32_1544754502016

ამ დღეებში, კრის პრეტმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კეტრინ შვარცენეგერს ხვდება. 39 წლის მსახიობმა ,,ინსტაგრამზე” შეყვარებულთან ერთად სხვადფასხვა დროსა და სიტუაციაში გადაღებული სახალისო ფოტოების კოლაჟი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ფოტოზე, არნოლდ შვარცენეგერის ქალიშვილი ,,გალაქტიკის მცველს” პედიკიურს უკეთებს.

პოსტის აღწერიდან გაირკვა, რომ ამ ჟესტით პრეტმა 29 წლის ამერიკელ ავტორს დაბადების დღე მიულოცა.

,,შენი ღიმილი ოთახს ანათებს. მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი გამომიგზავნა”, – დაწერა კრისმა.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს მიმდინარე წლის ივლისიდან ხვდება. ინსაიდერის ინფორმაციით, ისინი ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ, რასაც შეუძლებელია არ დაეთახმო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები