LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდო მიიჩნევს, რომ მისი ქალიშვილი მამასავით ლამაზია

94

 კრიშტიანო რონალდო „ინსტაგრამზე“ გამართულ ონლაინ-ტრანსლაციას საკუთარი სახლიდან ჩაერთო და თაყვანისმცემლების რამდენიმე კითხვას უპასუხა. რონალდო, რომელიც მრავალშვილიანი მამაა, იმაზე ისაუბრა თუ როგორ უმკლავდება ამ მოვალეობას.

ფეხბურთელს ხელში თავისი 4 თვის ქალიშვილი ეჭირა, მის გვერდით 5 წლის ვაჟი, კრიშტიანო უმცროსი იჯდა და ხელში მას მეორე ტყუპი ეჭირა. სპორტსმენმა პირველი შვილის სპორტული მონაცემები შეაფასა და განაცხადა, რომ ის მომავალი დიდი ფეხბურთელია. რაც შეეხება უმცროს ტყუპებს, რონალდოს თქმით, ბიჭი, მატეო, მამასავით ძლიერია, ხოლო გოგო, ევა – მამასავით ლამაზი.

ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა კრიშტიანოს ლეგენდა უწოდა, რასაც ის მომენტალურად დაეთანხმა და დაადასტურა, რომ ის მართლაც ლეგენდაა.

Here it’s part1. Please TAG me if you take the video.👄 // Livestream 27.09.2017 #CristianoRonaldo

A post shared by Georgina Rodríguez. (@dailygeorgina) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები