კრიშტიანო რონალდო ტყუპების მამა რამდნეიმე კვირის წინ გახდა და მას შემდეგ, მრავალშვილიანი მშობელი მათ გარემოცვაში ისვენებს. ფეხბურთელს შვილები სუროგატმა დედამ გაუჩინა, დაბადების შემდეგ მათი გაზრდისა და განვითარების პასუხისმგებლობას კი ის თავის თავზე იღებს.
პატარების დაბადების შემდეგ ბედნიერმა მამამ მორიგი ფოტო გაავრცელა სოციალურ ქსელში. მასზე თავად არის გამოსახული და ხელში უმცროსი ბიჭი უჭირავს ხელში, ხოლო მის გვერდით უფროსი ვაჟიშვილი ზის, რომელსაც ხელში თავისი და უჭირავს. შეგახსენებთ, რომ 7 წლის კრიშტიანო-უმცროსი სპორტსმენს ასევე სუროგატმა დედამ 2010 წელს გაუჩინა.
ცნობილი ხდება ტყუპების სახელებიც. ბიჭს ფეხბურთელმა მატეო, ხოლო ქალიშვილს – ევა დაარქვა.