32 წლის კრიშტიანო რონალდო ფიფას საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა, სადაც ლეგენდარული ფეხბურთელი უფროს ვაჟიშვილთან, ჯორჯინა როდრიგესთან და დედასთან ერთად მივიდა.
22 წლის ესპანელი მოდელი ფეხმძიმობის მერვე თვეშია, თუმცა ის ჯერ კიდევ აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს. მისთვის და რონალდოსთვის ეს პირველი საერთო შვილი იქნება, ხოლო მას გარდა სპორტსმენს სამი შვილი ჰყავს, რომლებიც სუროგატმა დედამ გაუჩინა.
რაც შეეხება აღნიშნულ წოდებას, ის კრიშტიანომ უკვე ზედიზედ მეორედ მიიღო.