ლეგენდარულმა თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ფარულად იქორწინა. მისი რჩეული ჯორჯინა როდრიგესია. გამოცემა Tuttosport-ის ცნობით ცერემონია მაროკოში გაიმართა.
შეგახსენებთ, წყვილმა ერთმანეთი Dolce & Gabbana-ს ღონისძიებაზე გაიცნო. როდრიგესი ესპანელი მოდელია, რომელიც ბოლო დროს Gucci-ს ბრენდის რეკლამირებითაა დაკავებული.
ტაბლოიდების ინფორმაციით, კრიშტიანომ და ჯორჯიანამ ფარულად იმიტომ იქორწინეს, რომ როდრიგესს კრიშტიანოს დედასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.
შეგახსენებთ, წყვილი ერთი საერთო შვილს ზრდის.