LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდოს მეგობარი გოგო ძალებს სამოდელო ბიზნესში მოსინჯავს (ფოტოები)

157

კრიშტიანო რონალდოს მეგობარმა გოგომ, 22 წლის ჯორჯინა როდრიგესმა გადაწყვიტა, ძალები სამოდელო ბიზნესში მოსინჯოს. ვარსკვლავთან დაწყებული რომანის შემდეგ, მან სამსახური დაკარგა (მადრიდის ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა), თუმცა მას შემდეგ ის ქვეყნიდან ქვეყანაში საყვარელი მამაკაცის პირადი თვითმფრინავით მოგზაურობს და უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს ესწრება.

ერთი თვის წინ ჯორჯინამ ხელი მოაწერა ესპანური სააგენტოს, UNO Models-ის კონტრაქტს. დღეს კი ახალი ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც საკმაოდ დახვეწილი გამოვიდა.

თავის ინტერვიუებში კრიშტიანო ხშირად აღნიშნავს, რომ ჯორჯინასთან თავს ბედნიერად გრძნობს, თუმცა ფეხბურთელი მისთვის ხელის თხოვნას არ ჩქარობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები