ჯორჯიანა როდრიგესი შვილებთან ერთად მეუღლის, კრიშტიანო რონალდოს მხარდასაჭერად კატარში ჩაფრინდა. მან ფოტოები პირადი თვითმფრინავიდან „ინსტაგრამ სთორიში“ გაავრცელა. მოგვიანებით ჯორჯიანამ სხვა ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომლებიც უკვე დოჰას სასტუმროშია გადაღებული. მეუღლის საქომაგოდ ჩასული 28 წლის ლამაზმანი შვილებთან ერთად ბრწყინვალე დროს ატარებს და უზარმაზარ ტორტთან ერთად პოზირებს.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ რონალდო გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც შვილის გარდაცვალების შესახებ პირველად ისაუბრა. ის აცხადებს, რომ ახალშობილი ვაჟის გარდაცვალებამ ოჯახზე ძალიან იმოქმედა და ოჯახი დღესაც ცდილობენ ამ ტრაგედიასთან გამკლავებას.
„ჩემი ოცნების მამაკაცთან“ – ჯორჯიანა როდრიგესი უახლეს ფოტოებს ავრცელებს