კრიშტიანო რონალდო თავის დიდ ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანაშია ლეგენდარული ფეხბურთელი, მისი საცოლე, შვილები და საყვარელი დედა, თუმცა ფაქტია, ისინი საოცრად ბედნიერად ატარებენ დასვენების დღეებს.
ფოტოების სერია „ინსტაგრამზე“ ჯორჯიანა როდრიგესმა გაავრცელა და ახალშობილი ქალიშვილიც გამოაჩინა. მოგვიანებით 2 თვის შვილიშვილთან ერთად გადაღებული უსაყვარლესი ფოტო რონალდოს დედამ, დოლორესმა გამოაქვეყნა.
„ბედნიერი და არაჩვეულებრივი მომენტებით დატვირთული დღეები. დედა, მამა, ძმები და დები… ჩვენ ამ პატარა ადამიანით საოცრად ვამაყობთ“, – წერს ბედნიერი ჯორჯიანა.
კრიშტიანო რონალდო პორტუგალიაში, 17 მილიონ დოლარად, „ოცნების სახლს“ იშენებს
„ჩემი ოცნების მამაკაცთან“ – ჯორჯიანა როდრიგესი უახლეს ფოტოებს ავრცელებს