ირინა შეიკთან დაშორების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდოს გარშემო ჭორები არ ცხრება, მათ შორის იმის შესახებაც, რომ სპორტსმენი არატრადიციული ორიენტაციისაა და უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებს (იხ. ბმული).
ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ რონალდო კვლავ შეყვარებულია და მისი ამჟამინდელი რჩეული უკრაინელი 23 წლის მოდელი იარა ხმიდანია. გოგონა საკმაოდ ცნობილია მოდის სფეროში, ის ხშირად პოზირებს ევროპული და ამერიკული გამოცემებისთვის.
რამდენად სერიოზულია ეს ურთიერთობა, ჯერ-ჯერობით უცნობია.