მოდელი კრისი ტეიგენი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც საკუთარ ნაკლზე ლაპარაკი არ ერიდება. მოდელმა სოციალურ ქსელში ფოტო გააზიარა, სადაც მკაფიოდ ჩანს სტრიები.
ფოტოს თაყვანისმცემლების მხრიდან აღფრთოვანება მოჰყვა, ტეიგენს გამომწერებმა გმირი უწოდეს.
აღსანიშნავია, რომ ჯონ ლეჯენდის მეუღლისგან ეს პირველი აღიარება არ არის. ქალიშვილის დაბადებიდან მალევე მან ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ჩემმა თეძოებმა მსხვერპლი გაიღეს“.