LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრისტალ კონსალტინგმა“ ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესის მართვის მხარდაჭერის პროექტი დაიწყო

100
IMG-5568

„კრისტალ კონსალტინგმა“, „კრისტალის“ შვილობილმა კომპანიამ, დაიწყო ტრენინგები მენტორებისთვის, რომლებიც კონსულტაციას, მენტორობასა და ქოუჩინგს გაუწევენ ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალის“ არსებულ მსესხებლებს. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ ქალ მეწარმეთა მხარდაჭერა, ბიზნესის ეფექტიანად მართვაში და გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების მიღწევაში. პროექტი ხორციელდება პროგრამის ფარგლებში „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალის“ შვილობილი კომპანიის „კრისტალ კონსალტინგის“ მიერ და მომდევნო 3 წლის განმავლობაში 500 ქალი მეწარმის მენტორობას გულისხმობს.

პროექტის შედეგად „კრისტალის“ მომხმარებლები მიიღებენ:

– კონსულტაციას, ასევე, მენტორებისა და ქოუჩების მხარდაჭერას

– ახალ ცოდნასა და უნარებს

– ბიზნესის ანალიზს

– ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას

– ბიზნესგეგმის მონახაზსა და საწყის ეტაპზე მის იმპლემენტაციას

– წვდომას დამატებით ფინანსურ რესურსებზე.

ონლაინ რეჟიმში უკვე გაიმართა „კრისტალ კონსალტინგის“ მენტორების პირველი სამუშაო შეხვედრა და ჩატარდა მენტორთა ტრენინგი. პროგრამაში ჩართულია ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ 5 მენტორი. შეხვედრაზე განიხილეს, რა მეთოდებით უნდა მოხდეს მეწარმეებთან მუშაობა, ასევე, მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრა.

პროექტი ხორციელდება USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ფონდი „კრისტალის“, ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალისა“ და „კრისტალ კონსალტინგის“ ერთობლივი მონაწილეობით. მომდევნო 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში მენტორობას გაუწევენ 500 ქალ მეწარმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები