კრისტენ სტიუარტი თრილერზე „წყალქვეშ“ მუშაობს, ქსელში კი გადაღებიდან პირველი კადრები გავრცელდა, რომლებზეც მსახიობი სილურჯეებითა და დასისხლიანებული არის გამოსახული.
პროექტზე სტუდია 20th Century Fox მუშაობს. ფილმში სტიუარტი მიწისქვეშა ლაბორატორიის ერთ-ერთი თანამშრომლის როლს ასრულებს, რომელიც კოლეგებთან ერთად მიწისძვრის შემდეგ გადარჩენას ცდილობს. კომპანიონობას სტიუარტს ტი ჯეი მილერი და ჯესიკა ჰენვიკი უწევენ.
ფილმის პრემიერის თარიღი უცნობია.