LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტი ყიფშიძე: „ხვალაც რომ გავთხოვდე, ჩემი მეუღლის ფოტოს ჩემგან ვერავინ ნახავს…“

319
კრისტი ყიფშიძე

მოდელი კრისტი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, ბოლოს რა გაიგო საკუთარ თავზე კარგი და ცუდი:

„კომპლიმენტებს ბევრი მეუბნება, რაც შეეხება ცუდს, მგონია, რომ ადამიანები სკანდალებს თვითონ იზიდავს. არ ვამბობ, რომ მე ჩრდილში ვდგავარ, მაგრამ ტაბუ მაქვს დადებული ჩემს პირად ცხოვრებაზე. ხვალაც რომ გავთხოვდე, ჩემი მეუღლის ფოტოს ჩემგან ვერავინ ნახავს. შეიძლება, ვინმემ მოიპოვოს, მაგრამ მე არ გამოვაქვეყნებ. წლების წინ სხვანაირად ვფიქრობდი, მერე მივხვდი, რომ სიყვარულს აუცილებლად სჭირდება მალვა. ეს ჩემი აზრია. ზოგს მოსწონს საჯაროობა, მე მიმაჩნია, რომ შეყვარებულთან ან თუნდაც მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო არ უნდა გაასაჯაროვო და არც უნდა ისაუბრო ამაზე. ეს თემა ჩემთვის ძალიან ფაქიზია. ამიტომაც არის, რომ არასკანდალური ადამიანი ვარ და ამ მხრივ, ჩემზე რაიმე განსაკუთრებულს ვერ გაიგებთ“.

ფოტო, ვიდეო: კრისტი ყიფშიძემ დაბადების დღე დუბაიში აღნიშნა

ფოტო: კრისტი ყიფშიძე საცურაო კოსტიუმში – მოდელი შესანიშნავ ფორმაშია

ფოტო: კრისტი ყიფშიძე ტრენდს მიჰყვება – ჯინსის ორეული და შარფი ტოპის მაგივრად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g