კრისტი ყიფშიძემ ზაფხული ნაყოფიერად გაატარა, თითქმის ერთი თვე აშშ-ში მოგზაურობდა, შემდეგ კი ფიქრობდა, რომ აგვისტოს საქართველოში დასვენებას მიუძღვნიდა, თუმცა ამ თვის დასაწყისში დადასტურებულმა კორონავირუსმა მთლიანად შეუცვალა გეგმები. ამის შესახებ ის „ჟურნალ თბილისელებს“ უყვება.
კრისტი:
„აგვისტოს დასაწყისში კორონა დამიდასტურდა და თითქმის მთელი თვე მას „მივუძღვენი“. ახლა პოსტკოვიდური სიმპტომები მაქვს და ცოტა მაწუხებს. უშუალოდ ინფიცირების დროს ასეთი სისუსტე არ მქონია. ახლა საკმაოდ უენერგიოდ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ესეც გაივლის. ერთ რამეს მივხვდი, მთავარია, ამ პრობლემას კარგი გაწნყობით შევხვდეთ.
არ შეგეშინდა?
პირველივე სიმპტომი, ყელის ტკივილი რომ ვიგრძენი, რატომღაც იმწუთიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ კოვიდი მქონდა. საერთოდ, ძალიან კარგი წინათგრძნობა მქონდა და ამჯერადაც არ მოვტყუვდი, თუმცა აცრილი ვარ და ყველაფერმა მარტივად ჩაიარა. სამწუხაროდ, ჩემს მშობლებსაც გადავდე, მაგრამ საბედნიეროდ, ეს პერიოდი ყველამ მშვიდობიანად დავასრულეთ“.
