კრისტი ყიფშიძე ჟურნალ „გზის“ შეკითხვებს პასუხობს.
მოდელი ამბობს, რომ არ მოსწონს ფრაზა „ოჯახის დანგრევა“:
„დავიწყებ იმით, რომ ეს სიტყვა არ მომწონს – რას ნიშნავს „დანგრევა“? თუ ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ უგებს, მათი ურთიერთობა ამოიწურა და მომავალი აღარ აქვს, ხომ ჯობია ნორმალურად, ცივილიზებულად დაშორდნენ? თუ რაღაც არ მოგწონს და სადმე თავს ცუდად გრძნობს, ამ სიტუაციიდან გარიდება სულაც არ ნიშნავს „დანგრევას“. 26 წლის ვიყავი, როცა მეუღლეს დავშორდი და ეს სასიამოვნო ფაქტი სულაც არ იყო. ფილმს რომ უყურებ და იქ შორდებიან ერთმანეთს, ამაზეც ნერვიულობ და როცა ეს შენს ცხოვრებაში ხდება, სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ ამან არ უნდა დაგაბრკოლოს. თუ ყველაფერს სხვა თვალით შეხედავ და იფიქრებ, რომ ცხოვრება გრძელდება, რომ ყველაფერი იმიტომ ხდება, რათა შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, ყველაფერს მშვიდად შეხვდები. შეიძლება, ვერც იპოვო ადამიანი, რომელიც შენი ცხოვრების მეგზური გახდება, მაგრამ არც ესაა ტრაგედია. მთავარია, ადამიანს თავისი თავი უყვარდეს, საკუთარ თავთან იყოს ჰარმონიაში…“
კრისტი ყიფშიძე: „ხვალაც რომ გავთხოვდე, ჩემი მეუღლის ფოტოს ჩემგან ვერავინ ნახავს…“
