კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
დანიელსონი შეხვედრას მართავს „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ევროპული საქართველოს“, „მეტი თავისუფლება-გირჩისა“ და „გირჩის“ ლიდერებთან.
შეხვედრას ესწრებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
დანიელსონი გუშინვე შეხვდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს.
დღის განმავლობაში ასევე იგეგმება დანიელსონის შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსის“, „ლეიბორისტული პარტიის“ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებთან.
