34 წლის კრისტინა აგილერამ განაცხადა, რომ ორ ალბომზე მუშაობს. ერთი მათგანი ესპანურენოვანი იქნება. შეგახსენებთ, რომ მომღერლის უკანასკნელი დისკი „Lotus“ 2012 წლით თარიღდება.
აგილერა აცხადებს, რომ ორივე ალბომი მომდევნო წელს გამოვა. მანამდე კი ის ტალანტ-შოუ The Voice-ის მე-10 სეზონის ჟიურის წევრია.