მომღერალმა კრისტინა აგილერამ ახალი სიმღერა „change“ წარმოადგინა, რომელიც 12 ივნისს, ორლანდოში დატრიალებულ ტრაგედიას მიუძღვნა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მწუხარება შოუ-ბიზესის სხვა წარმომადგენლებმაც გამოთქვეს: ლედი გაგა ტერაქტთან დაკავშირებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა, ხოლო ბიონსემ თავისი ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა.