American Music Awards-ის ცერემონიის ყველაზე შთამბეჭდავი ნომერი სცენაზე კრისტინა აგილერას გამოსვლა გახდა. მუსიკოსმა უიტნი ჰიუსტონის ხსოვნას მიაგო პატივი და ლეგენდარული მომღერლის 4 ჰიტი შეასრულა. აგილერამ სცენაზე უიტნის უკვდავი ჰიტები, I will always love you, Run To You, I’m every woman და I have nothing გააცოცხლა და შეუდარებელი შესრულებაც აჩვენა. მთელი წარმოდგენის მანძილზე დარბაზი აპლოდისმენტებით ამხნევებდა აგილერას, ხოლო კადრებში კარგად ჩანს ატირებული მაყურებელი.
აგილერას გამოსვლით განსაკუთრებით მომღერალი პინქი აღფრთოვანდა:
„კრიტინას დამსახურებით ეს საღამო შედგა. ჩვენ ყველანი ვგიჟდებით უიტნი ჰიუსტონზე, მაგრამ გაოგნებული ვარ კრიტინას ვოკალური შესაძლებლობებით“, – განაცხადა მომღერალმა.
საინტერესოა, რომ აგილერა მისთვის უჩველო კოსტიუმით წარსდგა დაჯილდოვებაზე. მომღერალმა აქცენტი სადა კაბასა და მინიმალისტურ მაკიაჟზე გააკეთა.
https://www.youtube.com/watch?v=2yNYJmJdptw